მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს
მამუკა გორგოძე "ბორჯღალოსნებთან"ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას, „რაგბი15“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.ამ მომენტისათვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, „ტულონის“ ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.


Print
ბოლო სიახლეები