ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალშია!! - ნიკა ზვერევთან რემატჩისთვის ემზადება
ATP რეიტინგის მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის 1/8 ფინალშია. გასულ ტურში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში 2:6 6:2 6:3 დაამარცხა.

27 წლის ქართველის შემდეგი მეტოქე გამოცდილი გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი იქნება. ზვერევი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. მან 1/16 ფინალში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი ბრიტანელი ნორი კამერონი 2 სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი და ზვერევი 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერ გამარჯვება გერმანელს დარჩა. თუმცა მათი უკანასკნელი დაპირისპირება 27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობაზე შედგა, სადაც გამარჯვება ნიკოლოზმა იზეიმა, 6:4 4:6 7:6.

მატჩი 8 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა