სომხურმა მხარემ ,,საბურთალო'' - ,,არარატის'' პირდაპირ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა
“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა.'' -  ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური ,,საბურთალო'' არმენიის არარატს უპირისპირდებოდა. ამ მატჩს ორივე გუნდის ქომაგებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ორივე გუნდს პირველად აქვთ ევროტურნირზე მონაწილეობის მიღების შანსი. თუმცა ადგილობრივმა ტელევიზიამ მატჩის ტრანსლაციაზე უარი განაცხადა.

გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს'' ოფიციალურ განცხადებას უცვლელად: ,,“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო, ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს.” - ნათქვამია ქართული კლუბის განმარტებაში.

სხვა ვერსიით, რომელსაც ADJARASPORT.COM ავრცელებს, ტრანსლაციაზე უარის თქმის რეალური მიზეზი ქართული კლუბის აზერბაიჯანული სპონსორი სოკარია. იქედან გამომდინარე, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს კონფლიქტური სიტუაცია აქვთ, "არარატს" არ სურს Socar-ის სატელევიზიო გამოჩენა, რის გამოც უარი თქვეს საშინაო მატჩის ჩვენებაზე და არც საგარეო შეხვედრის გადაცემას აპირებენ.
Print
ბოლო სიახლეები