სუპერთასის მატჩზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება
პირველად უეფას ისტორიაში სუპერთასის მატჩზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს. „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას ფრანგი სტეფანი ფრაპარი უმსაჯებს. ასეთი რამ პირველად ხდება როდესაც მამაკაცთა შორის ასეთ ტურნირზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება. 

აღსანიშნავია ასევე რომ წელს სუპერთასის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება: 35 წლის ფრაპარის ასისტენტები - ფრანგი მანუელ ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო’ნილი. მეოთხე არბიტრი კი ცნობილი თურქი ჯიუნეთ ჩექირია.

უეფას სუპერთასი 14 აგვისტოს სტამბოლში „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე გაიმართება.
Print
ბოლო სიახლეები