ნაგოია ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებლად დაიწყო - ორი ბრძოლა და ორი მარცხი ქართველ გოლიათს
იაპონიაში ზაფხულის ბაშომ 7 ივლისს აიღო სტარტი. ბაშოს მიმართ დიდი ინტერესია, რადგან სუმოს ტრავმის შემდეგ დიდი ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, ქართველმა ოძეკიმ ტურნირი გამარჯვებით ვერ დაიწყო. ლევან გორგაძე პირველ დღეს ძალიან ჭკვიან მებრძოლ ენდოსთან დამარცხდა. ხოლო დღეს უკვე მისი დამარცხება იაპონელმა შოდაიმ იორიკირის ილეთით მოახერხა.

ბაშოს წარუმატებელი სტარტის მიუხედავად ტოჩინოშინისთვის ჯერ-ჯერობით დაკარგული არაფერია. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს ორი მებრძოლი არიან ლევანისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხვალიდან ქართველი გოლიათი ზაფხულის ბაშოს წარმატებით გააგრძელებს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე კომუსუბი რიუდენი იქნება. ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება. მათი პირველი ორთაბრძოლა 2018 წელს ნოემბრის ბაშოზე შედგა და ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა.

არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ქართველი რიკიშის გაზაფხულის ბაშოზე მიღებული მუხლის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და ის ტრავმით ასპარეზობს.

მეორე ქართველი სუმოისტი ლევან ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ასევე ასპარეზობს მიმდინარე ბაშოზე, თუმცა ის ჯურიოს დივიზიონში გამოდის. 2 დღის შემდეგ მის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა