ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი 3 სეტში - ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს დაემშვიდობა
3:6, 2:6, 6:7 (2:7) - სწორედ ამ ანგარიშით დამარცხდა ქართველი ჩოგბურთელი დანიელ ევანსთან.

ნიკოლოზი უიმბლდონზე მე-18 ჩოგნად იყო განთესილი, ხოლო მისი მეტოქე ATP რეიტინგის 61-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი ჩოგბურთელი ფავორიტად ითვლებოდა.

ბასილაშვილმა პირველივე სეტში საკუთარი მოწოდება დათმო, თუმცა უმალვე მოახერხა ბრეიკით ანგარიშის გათანაბრება და სეტშიც სიტუაცია დაიძაბა 3:3. ამის შემდეგ ნიკოლოზმა კვლავ ვერ მოახერხა საკუთარი მოწოდების გამოსწორება და ზედიზედ 3 სეტში დამარცხდა - 6:3.

მეორე სეტში კვლავ გაგრძელდა ნიკოლოზის პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე და ევანსმა მარტივად 6:2 იმარჯვა. მესამე სეტში წაგებული მოწოდების მიუხედავად ნიკოლოზმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და სიტუაციაც დაიძაბა, თუმცა ტაიბრეიკში კვლავ საკუთარმა მოწოდებამ უმტყუვნა და ტაიბრეიკი 7:2 წააგო.

ამ მარცხით ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა და ,,ბალახის სეზონი'' დაასრულა.
Print
ბოლო სიახლეები