ნეიმარმა ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა კატალონიურ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა ბარსას პსჟ-სთან მოუწევს სატრანსფერო ფასთან შეთანხმება.

ესპანური მედიის, SPORT-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და ის ამ დროში 400 000 ევროს მიიღებს.

სეზონის დამთავრებასთან ერთად არ წყდებოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურდა და ნებისმიერი წინადადებას განიხილავდა. ამის შემდეგ არაერთხელ დაიწერა, რომ მისი დაბრუნებით აქტიურად იყო დაინტერესებული ბარსელონა და ამ ტრანსფერის გამო შესაძლოა გრიზმანზეც ეთქვათ უარი. ამის შემდეგ თვით პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ნეიმარზე ყველა შემოთავაზებას განიხილავდნენ, თუმცა დაინტერესებულ მხარეს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ შესაბამისი თანხის გადახდაც მოუწევდა.

კატალონიური კლუბი ნეიმარის დაბრუნებით დაინტერესებული რომ არის ეს ფაქტია, თუმცა საინტერესოა რა თანხის გადახდაზე არიან წამსვლელები ბარსელონას მესვეურები
Print
ბოლო სიახლეები