ევროტურნირებზე მონაწილე ოთხივე ქართული საფეხბურთო გუნდის მეტოქეების ვინაობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ქართული საფეხბურთო კლუბი იღებს მონაწილეობას. ესენი არიან ,,საბურთალო'', ,,თბილისის დინამო'', ,,საჩხერის ჩიხურა'', ,,ქუთაისის ტორპედო''.

აქედან უეფას წესების მიხედვით მხოლოდ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი.

საბურთალოს მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის შერიფი იქნება. საბურთალოს მსგავსად შერიფიც არ არის ნამყოფი ჩემპიონთა ლიგაზე. მათ ერთხელ მოახერხეს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასვლა, სადაც ბაზელს დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 4-0 დამარცხდნენ. ამის მიუხედავად მოლდოვური კლუბი ამ დაპირისპირებაში ფავორიტად განიხილება.

რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, თბილისის დინამო ენგორდენსა და ლა ფიორიტას შორის გამარჯვებულს შეხვდება. საჩხერის ჩიხურას მეტოქე ლუქსემბურგის ფოლა ეში იქნება. ხოლო ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება.
Print
ბოლო სიახლეები