ოძეკის წოდება დაბრუნებულია!!! - ტოჩინოშინმა იოკუძუნა დაამარცხა

 

ნაცუ ბაშოს მე-14 სატურნირო დღეს აწ უკვე ყოფილმა სეკივაკე ტოჩინოშინმა დიდებულ იოკუძუნა კაკურიუს ჰატაკიკომის ილეთით მოუგო. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა რამდენიმე წამში დაასრულა ქართველმა გოლიათმა და ''დიდი ჩემპიონის'' წოდება პირველივე ბაშოზე დაიბრუნა.

რაც შეეხება ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს, ტოჩინოშინის ამ გამარჯვებით ნავუ ბაშოს გამარჯვებული იაპონელი ასანოიამა გახდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე 1 დღით ადრე გაინაღდა.

შეგახსენებთ, გუშინ სწორედ ასანოიამასთან ორთაბრძოლა გახდა დიდი სკანდალის მიზეზი, სადაც ტოჩინოშინს სამართლიანი გამარჯვება მსაჯების შეცდომით წაართვეს და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს.

Print
ბოლო სიახლეები