გოლდენ სთეითი ფინალშია!! - აღმოსავლეთში ახალ ჩემპიონს ელოდებიან
დღეს გამთენიისას თბილისის დროით დილის 4 საათზე ერთმანეთს გოლდენ სთეით უორიორსი და პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი უპირისპირდებოდნენ. მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სერიაში, რადგან გოლდენ სთეითის გამარჯვების შემთხვევაში იგი სერიაშიც იმარჯვება და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ხდებოდა. თავის მხრივ, პორტლენდი პრესტიჟის გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა.

მატჩის პირველ ტაიმში, როგორც წინა თამაშებში პორტლენდი უპირატესობას ფლობდა და მატჩის შუაში 17 ქულითაც იყვნენ წინ, თუმცა ვერც დღეს მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და მესამე მეოთხედში დაწყებული ''ქამბექი'' ოქროს შტატელებმა ბოლომდე მიიყვანეს, 119-117.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა. მის ანგარიშზე 37 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა. მის გუნდში გამორჩეული იყო დრეიმონდ გრინიც, მან 18 ქულა 14 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველად იყო შემთხვევა, როდესაც პლეიოფში ერთი გუნდიდან ორმა მოთამაშემ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება.

პორტლენდიდან გამოსარჩევი იყო ახალგაზრდა ცენტრი მეიერს ლეონარდი, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა და 12 მოხსნა იყო. სამწუხაროდ სტატისტიკის მიუხედავად საუკეთესო თამაში ვერ გვაჩვენეს გუნდის ლიდერებმა დემიენ ლილარდმა და სიჯეი მაქქოლუმმა. ლილარდს 28 ქულა, 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო სიჯეიმ 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.

ოქროს შტატელები ზედიზედ მეხუთედ გახდნენ დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონები, რაც ლიგის რეკორდია. ისინი სუპერფინალში მილუოკი ბაქსსა და ტორონტო რეპტორსს შორის გამარჯვებულს ელიან. შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსი ლიდერობს 2-1. მეოთხე მატჩი ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30-ზე შედგება
Print
ბოლო სიახლეები