5-0!! - ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს დაუმარცხებლად განაგრძობს (video)
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მეტსახელად ''ტოჩინოშინი'' ნაცუ ბაშოს წაუგებლად განაგრძობს.

დღეს მან რანგით პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა. იაპონელი რიკიში ლევანისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო, თუმცა ქარველმა გოლიათმა შეხვედრა მარტივად მოიგო, მეტოქე ძალის ხარჯზე აჯობა, კიდესთან მიიყვანა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკე იჩინოჯოს დაუპირისპირდება. იჩინოჯოსთან ლევანს დიდი უპირატესობა აქვს. 20 დაპირისპირებიდან ლევანმა მას 15 მოუგო.

შეგახენებთ ლევანი ამ ბაშოზე სეკივაკეს წოდებით გამოდის და მას ამ ბაშოზე მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ჯერ-ჯერობით იგი შეუდარებლად გამოიყურება და ამას იაპონური მედიაც ამჩნევს. მათი თქმით, ქართველ გოლიათს ''მისტიური'' ძალები დაუბრუნდა.
Print
ბოლო სიახლეები