ჯოშუა მილერის ორთაბრძოლა დოპინგის გამო ჩაიშალა
წლის სუპერბრძოლა კრივში ენტონი ჯოშუასა და ჯარელ მილერს შორის პირველ ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა დოპინგის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამართულიყო, თუმცა ჯარელმა აკრძალული პრეპარატების მიღების გამო ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა.

"ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ უარყო მილერის მოთხოვნა საკრივო ლიცენზიასთან დაკავშირებით. უარის მიზეზი - სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატების მიღებით ანტისადოპინგო წესი დაარღვია. ამჟამად მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა დაუმარცხებელი ბრიტანელისთვის ახალი მოწინააღმდეგის ძიება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ენტონი
ჯოშუას მომდევნო მეტოქე ალექსანდრ უსიკი აღმოჩნდეს.

ბრიტანელი მოკრივის ანგარიშზე 22 ბრძოლა და 22 გამარჯვებაა. ჯარელ მილერს კი კარიერაში 23 გამარჯვება და 1 ფრე ჰქონდა.
Print
ბოლო სიახლეები