14 წლიანი პაუზის შემდეგ - ტაიგერ ვუდსი მასტერსის გამარჯვებულია
ამერიკის ქალაქ ოგასტაში მიმდინარე გოლფის მასტერსის გამარჯვებული ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი გახდა. 14 წლიანი პაუზის შემდეგ ტაიგერმა კვლავ მოახერხა გოლფის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, მასტერსის მოგება.

ეს უდიდესი სენსაციაა და ხალხი მის გამარჯვებას სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქამბექად მიიჩნევს. 2005 წლის შემდეგ ტაიგერ ვუდსის კარიერა უკან უკან წავიდა. ჯერ იყო ოჯახური პრობლემები, შემდეგ ტრავმები, ოპერაციები ისევ სკანდალები და საბოლოოდ იგი რეიტინგში ტოპ 1000-შიც კი აღარ იყო. 

თუმცა წელზე გადატანილი 3 მძიმე ტრავმის მიუხედავად ლეგენდარულმა ამერიკელმა მოახერხა ფორმის დაბრუნება და მასტერსზე გამარჯვების
მოპოვება.

შეგახსენებთ, ეს მისთვის მეხუთე მოგებული მასტერსია (1997, 2001, 2002, 2005 და 2019).
Print
ბოლო სიახლეები