ვის შეხვდება ხაბიბი? ჰოლოუეი თუ პორიე?!
როგორც გაირკვა ხაბიბ ნურმაგომედოვის მეტოქე დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული ბრძოლა 13 აპრილს შედგება. 

მაქს ჰოლოუეისა და ხაბიბს შორის ბრძოლა ადრეც უნდა შემდგარიყო, თუმცა მაქსი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა და საბოლოოდ ხაბიბი იაკინტას დაუპირისპირდა. რაც შეეხება დასტინ პორიეს, მას ხაბიბთან არ უბრძოლია და ეს ბრძოლა ძალიან ბევრს აინტერესებს, რადგან ორივე ერთი სტილის მებრძოლია.

მაქს ჰოლოუეი და დასტინ პორიე ერთმანეთს მეორედ უპირისპირდებიან. პირველი ორთაბრძოლა საკმაოდ მარტივად, პორიეს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მაქს ჰოლოუეი საკმაოდ
ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო და იმის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკუთარი შანსი ისევ ვერ მიიხო ტონი ფერგიუსონმა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა და დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებდა ხაბიბთან.

შეგახსენებთ, ხაბიბ ნურმაგომედოვი ამ დროისთვის ნევადას სპორტული კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულია და იგი ოქტაგონზე დაბრუნებას სექტემბრამდე ვერ შეძლებს, თუმცა მისი თქმით, იგი ოქტომბრამდე არ იბრძოლებს.
Print
ბოლო სიახლეები