სონმა სიტის ბოლო წუთებზე გაუტანა - გუარდიოლა თამაშს დადებითად აფასებს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, ტოტენჰემმა საკუთარ ახალ უაით ჰარტ ლეინზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი დასაწყისიდანვე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. სიტი დაცვაში განსაკუთრებით ინგლისელ ფორვარდს ჰარი კეინს უფრთხოდა და მას განსაკუთრებულად მეურვეობდნენ. პირველი ტაიმის გამორჩეულ მომენტად აგუეროს აცილებული პენალტი იქცა. მე-11 წუთზე სტერლინგის დარტყმული მეტოქეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან სერხიო აგუერო მივიდა, თუმცა მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო და ბურთი აიღო.

ამის შემდეგ სიტი თავის თავს აღარ ჰგავდა. მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხეს კარში ზუსტად დარტყმა, ხოლო ტოტენჰემი საკუთარი შანსის მოლოდინში იყო.

საბოლოო ჯამში ყველაფერი ლონდონელთა სასარგებლოდ წარიმართა და მატჩის მიწურულს 78-ე წუთზე სონმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სიტის ფეხბურთელებმა სცადეს გააქტიურება და ანგარიშის გათანაბრება, თუმცა უშედეგოდ. მატჩი ტოტენჰემის გამარჯვების დასრულდა 1-0.

მარცხის შემდეგ მანჩესტერ სიტის თავკაცმა პეპ გუარდიოლამ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე ყველას გასაკვირად საკუთარი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ზოგჯერ ფრეს მარცხი ჯობიაო:

„ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით და მატჩს
ვაკონტროლებდით. თამაშის ხარისხი განსაკუთრებით მეორე ტაიმში მომეწონა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა, შარშან უარესი იყო.

ხანდახან 0:1 წაგება უკეთესია, ვიდრე 0:0, რადგან ამ დროს უფრო იგებ თუ რისი გაკეთებაა საჭირო. მატჩის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვნახავ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ,“-განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
Print
ბოლო სიახლეები