"ბითაძე აუცილებლად დრაფტის პირველი რაუნდის პიკი უნდა იყოს" - პანათინაიკოსის მწვრთნელი
ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი პანათინაიკოსთან 87-67 დამარცხდა. გოგა თავის გუნდში საუკეთესო იყო, მან შეხვედრა 16 ქულით, 8 მოხსნით, 2 ასისტითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. აღნიშნული ფაქტზე კომენტარი პანათინაიკოსის გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა რიკ პიტინოსმაც გააკეთა:

''დღეს ჩვენ ვითამაშეთ ახალგაზრდა 20 წლის ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დრაფტის პირველი რაუნდის პიკი უნდა იყოს. გოგა ბითაძე - 6/11 ფუტის სიმაღლის ცენტრი, რომელიც სამქულიანს ისვრის და მოძრავია. ვაფასებ მის პოტენციალს.''

შეგახსენებთ, ექსპერტები გოგა ბითაძეს დრაფტის პირველ რაუნდში 10-30 პიკად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.
Print
ბოლო სიახლეები