''ცდები თუ ფიქრობ, რომ რასისტული კომენტარი შეგრჩება'' - ხაბიბი მაკგრეგორის კომენტარს გამოეხმაურა
მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის რასისტულ პოსტს უპასუხა, სადაც კონორი მის მეუღლეს პირსახოცს უწოდებს.

"თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ნებისმიერი რელიგია შეურაცხყო და არ დაზარალდები, ცდები", - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

ორ მებრძოლს შორის დაპირისპირება არ ცხრება და ისინი ერთმანეთის დასამცირებლად ყველა საშუალებას იყენებენ. შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორის მიერ კარიერის დასრულებაზე განცხადების შემდეგ დაღესტნელმა მებრძოლმა ის შეადარა ცოლს, რომელიც ყოველთვის მიდის სახლიდან, მაგრამ ბოლოს, მაინც ბრუნდება.

იხილეთ კონორის კომენტარი ხაბიბის ქორწილზე აქ.

Print
ბოლო სიახლეები