რა შემთხევაში შეძლებს ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებას
როგორც მოგეხსენებათ, ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, ლევან გორგაძემ ბაშო დადებითი ბალანსით ვერ დაასრულა. კადობანში მყოფმა ოძეკიმ ამის გამო ოძეკის რანგი დაკარგა.

ლევანის ბედი ბოლო ორთაბრძოლაში გადაწყდა, სადაც იგი სეკივაკე ტაკაკეიშოს უპირისპირდებოდა. ამ ორთაბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ქართველი, ისე იაპონელი რიკიშისთვის. ტოჩინოშინი გამარჯვების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებდა, ტაკაკეიშო კი გამარჯვების შემთხვევაში რანგში დაწინაურდებოდა და სწორედ ლევანს ჩაანაცვლებდა ოძეკებს შორის.

ორთაბრძოლა მთელი დღის განმავლობაში დიდი ყურადღების ცენტრში იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღის მთავარი ორთაბრძოლა
იყო. საბოლოოდ, ყველაფერი იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ დასრულდა და უნდა ითქვას, რომ ტაკაკეიშომ მარტივად გაიმარჯვა.

შედეგად ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა, თუმცა ქართველი სუმოისტი წოდებას დაიბრუნებს, თუ მაისის ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლას მოიგებს. თუ მაისის ბაშოზეც ვერ მოახერხა 10 ბრძოლის მოგებაც, ამ შემთხვევაში მომავალ 2 ბაშოზე მოუწევს საკუთარი ჩემპიონობის დამტკიცება და ზედიზედ ორ ბაშოზე მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება.
Print
ბოლო სიახლეები