დუეინ უედის გაცილება სტეიპლს ცენტრიდან
როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს ''ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' და ''მაიამი ჰიტი'' დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა ორივე მხარის გულშემატკივრისთვის, რადგან მაყურებლებმა ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი ბოლოჯერ იხილა მოედანზე ერთად. მატჩის დაწყებამდე კალიფორნიელებმა უეიდს გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნეს სათაურით: ''მადლობა დუეინ''. 

ეს მატჩი განსაკუთრებით ემოციური გამოდგა დუეინ ვეიდის უახლოესი მეგობრის და ენბიეის სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმ-
სისთვის. ეს ორი ლიგაში 16 წელია დომინირებენ. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს 30-ჯერ დაუპირისპირდნენ (აქედან ყველა რეგულარულ ჩემპიონატში) და დღევანდელი გამარჯვებით ლებრონმა პირადი ანგარიში გაათანაბრა: 15-15. 

მათი მეგობრობა ძალიან ადრე იწყება, თუმცა მსოფლიომ ამ დუეტის შესახებ 2011 წელს შეიტყო, როდესაც ლებრონი უეიდს მაიამიში შეუერთდა და 4-ჯერ ზედიზედ მახერხეს ენბიეის სუპერფინალში გასვლა, საიდანაც 2-ში გამარჯვება მოიპოვეს.

თამაში ლეიკერსის გამარჯვებით დასრულდა: 108-105. მატჩის შემდეგ მოთამაშეებმა მაისურები გაცვალეს და ემოციური კომენტარები გააკეთეს. 
Print
ბოლო სიახლეები