საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ორი ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. დღეს გუნდმა თბილისის ზღვაზე ზესტაფონის ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ეროვნული ნაკრები ჯერ-ჯერობით არასრული შემადგენლობითაა, სლოვაკი თავკაცის განკარგულებაში 13 ფეხბურთელია.

ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს ჩაატარებს. წარმოგიდგენთ შემადგენლობას:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი
(ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველო 23 მარტს 18:00 საათზე "დინამო არენაზე" შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს.
Print
ბოლო სიახლეები