ზიდანი მადრიდის რეალში დაბრუნდა
ზინედინ ზიდანი სანტიაგო სოლარის ნაცვლად მადრიდის რეალის მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის დაბუნების შესახებ მადრიდის რეალმა თავის ვებგვერდზე დაწერა.

“ ფრანგი დაბრუნდა კლუბში, რომელშიც ისტორიას ქმნიდა როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი“ –წერია კლუბის პრეს სამსახურის განცხადებაში.

ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე ვადით დაიდო. ზიდანი მადრიდის რეალს წარსულშიც წვრთნიდა– 2016 დან 2018 წლამდე. სამი სეზონის მანძილზე მან კლუბთან ერთად სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი
და უეფას სუპერთასი.

2018/19 წლის სეზონი რეალისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა და პრაქტიკულად დაკარგა ეროვნული ჩემპიონატის მოგების შანსი.

ზიდანმა რეალი 2018 წლის მაისში დატოვა. მას შემდეგ ის უმუშევარი იყო.

Print
ბოლო სიახლეები