გუდაურში პირველი ევროპის თასის ეტაპი გაიმართა
საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის ''სნოუბორდ კროსის'' ევროპის თასის ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ეტაპი 3 დღეს 8, 9, 10 მარტს გაგრძელდება და დღეს პირველი სატურნირო დღე ჩატარდა.

შეჯიბრი კუდების ფერდობზე სპეციალურად მომზადებულ ტრასაზე გაიმართა.

ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, მეორე ადგილზე ცნობილი შვეიცარელი ლარა კაზანოვა (Lara Casanova) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ფრანგმა სნოუბორდისტმა ქლოე პასერატიმ (Chloe Passeratt)  დაიკავა.

ვაჟთა შორის კი გამარჯვება ავსტრიელმა სპორტსმენმა ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek) მოიპოვა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად სიგელები და თასები გადაეცათ. ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.
Print
ბოლო სიახლეები