მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
სამეფო კლუბი ჰოლანდიურ ''აიაქსთან'' ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგად 2 მატჩის ჯამში 5:3 დამარცხდა და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ჩემპიონატს გამოეთიშა.

პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის (2:1) მიუხედავად ესპანელებმა ვერ მოახერხეს საკუთარ მოედანზე ღირსეულად გამოსვლა და 4:1 დამარცხდნენ.

საერთო ჯამში, მადრიდული კლუბი წლევანდელ სეზონში კარგად ვერ გამოიყურება, ცოტა ხნის წინ ისინი ესპანეთის თასზეც დამარცხდნენ. 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა ესეთი რამ, რომ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგიდანაც და ესპანეთის თასიდანაც ასე ნაადრევად გამოვარდნილიყვნენ.
Print
ბოლო სიახლეები