ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს.4 ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

55 კილოგრამში ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუმინელი ფლორინ ტიტა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა და შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვება მოიპოვა 63 კილოში ლევან ქავჟარაძემ, ქართველმა ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს 10-8 მოუგო. 87 კილოგრამით წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვი დაამარცხა. მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, თავის კარიერაში კი მეექვსედ მოიპოვა ასაკობრივი
ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ბრინჯაოს მედალი 77 კილოში ბექა მამუკაშვილმა დაისაკუთრა. ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 სძლია აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს. საქართველოს 23 წლამდე ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს.
Print
ბოლო სიახლეები