ბორჯღალოსნებმა ინგლისელებთან იჩხუბეს
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისის მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის მიწვევით ოქსფორდში იმყოფება და ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. ერთ-ერთი ვარჯიშისას მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას foxsports.com.au ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი შერკინების მოწყობა გახდა. პირველი შერკინება ვერ მოეწყო, რის შემდეგაც მორაგბეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, თუმცა უილ კარლინგისა და საქართველოს შერკინების მწვრთნელის გრემ როუნთრიმის დახმარებით სპორცმენები ერთმანეთს დააშორეს. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მეორე შერკინების შემდეგ, მორაგბეები კვლავ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჩხუბში შერკინების გარდა, ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთნენ.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბი ქართველებმა დაიწყეს. საბედნიეროდ "ბორჯღალოსნებმა" ვარჯიშის შემდეგ მეტოქეს ხელი ჩამოართვეს და ყველაფერი შერიგებით დასრულდა.


Print
ბოლო სიახლეები