მეივეზერის მეორე ბრძოლა იაპონიაში
41 წლის დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ზაფხულში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

ამერიკელი რინგზე ივლისში დაბრუნდება,  სადაც იგი იაპონელ ექსმოკრივეს დაუპირისპირდება. მეტოქის ვინაობა ამ მომენტისთვის უცნობია. სამრაუნდიანი ბრძოლისთვის მეივეზერი $10 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, პირველი ბრძოლა იაპონიაში ფლოიდმა 2018 წლის 31 დეკემბერს ტოკიოში მდებარე საიტამ სუპერ არენაზე Rizin-ის შოუს ფარგლებში გამართა და პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 20 წლის იაპონელი ტენშინ ნასუკავა, რომელიც კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს. ამ ბრძოლით მან $9 მილიონი გამოიმუშავა.
Print
თეგები: Floyd Mayweather
ბოლო სიახლეები