თადუმაძის უნივერსიტეტელი ნაპოვნია-მდინარაძემ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი გაასაჯაროვა (ვიდეო)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გუშინდელი სკანდალური მოსმენის განხილვით დაიწყო. მან მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის არგუმენტების გასამყარებლად აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომები მოიძია. მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.

„გუშინ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თრიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა. შესაბამისად, არგუმენტი,რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით“, -- განაცხადა მამუკა მდინარაძემ და იმ დიპლომის ასლი წარმოადგინა, რომელიც მისი მტკიცებით, ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნის.


Print
ბოლო სიახლეები