გოცირიძემ თადუმაძეს სახინკლის დასახელება მოსთხოვა, სადაც სტუდენტობის დროს დადიოდა
გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა   სამი თანაკურსელის და ლექტორის დასახელება მოსთხოვეს, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ ჰქონდა და ვერ დაასახელებდა. 

ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ  შალვა თადუმაძეს სთხოვა, დაესახელებინა რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

„სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,- უპასუხა თადუმაძემ  გოცირიძეს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
Print
ბოლო სიახლეები