20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე ავრცელებს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაციები - მათ შორის კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომელებიც შედიოდნენ დევიძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განვცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი"- განაცხადა ადვოკატმა.


Print
ბოლო სიახლეები