დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც ხულოში 78 აგარაკი გაქურდა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის 78 ფაქტი გახსნეს. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი– 1995 წელს დაბადებული ე.ა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print
ბოლო სიახლეები