მორიგი სკანდალი-სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური შეწყალება -  პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ოთხმეზურებმა ზურაბიშვილის სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ მედიისგან შეიტყვეს.

ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება საბოლოოდ მაინც მოხერხდა. უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით ოთხმეზური 2004 წელს თბილისში, საბურთალოზე მოკლეს.


Print
ბოლო სიახლეები