თბილისში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება პაატა თაბუკაშვილს 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.


შეგახსენებთ, თაბუკაშვილი  მის ყოფილი მეუღლეს ნათია სამხარაძეს 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობაში ადანაშაულებდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. სამხარაძე კი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.
Print
ბოლო სიახლეები