ივანიშვილმა, ვოლსკიმ და „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია-უგულავა
„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ‘’ქართული ოცნების’’ წევრის გია ვოლსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად, „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქცია. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ სართოდ არაფერი არ უნდა მოიოქმედოს. ამასთანავე, თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს "რუსეთის მოპატიჟება" პასუხია „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა.

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - წერს  უგულავა.


Print
ბოლო სიახლეები