იმედი გვქონდა, რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ ხაზარაძემ ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა-ბარამიძე
"იმედი გვქონდა, რომ ახალი მოძრაობის დაფუძნებით რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა" - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

“მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისაგან გავათავისუფლოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გამართა და მოძრაობის სახელწოდებად "ლელო" დაასახელა.
Print
ბოლო სიახლეები