მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი  აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია.

„ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი, იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერ მინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე. მე ვგულისხმობ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რომელთა გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე გამოიყენეს მათი მდგომარეობა და უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა ზვიად კუპრავას, ეს ცალსახად ითქვა, ბატონმა ზაზამ საჯაროდ განაცხადა თავის დროზე. დღეს მე ეს კითხვა შევეკითხე მაგრამ ვერ გაიხსენა. მმართველი გუნდიც არის ამაში გარეული, რომ ოღონდ არ იყოს ბუნტი და მიხეილ კალანდია იჯდეს ციხეშიო. „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ. ბატონი ზაზას პასუხები ჩემს კითხვებზე იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. შესაძლოა, მიხეილ კალანდია იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ჯერ დაზუსტებულად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა ზაზა სარალიძეც.

„ზაზა სარალიძის პასუხები ემთხვეოდა ბრალდების ფორმულირებას, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ასევე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
Print
მსგავსი სიახლე
.არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური
საუბარი,-  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა
ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს
მწვავე კრიტიკით პასუხობს.

„ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას - ყოვლად უსირცხვილო,
უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით
მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ
ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ
დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. პოეტი მესმის კაცად,
რომელიც სიმართლეს ამბობს და რომელსაც შეუძლია თქვას ის პოზიცია, რაც
სინამდვილეში არსებობს. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში
სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის
ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების
კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი
პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა
დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?!
კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე,
ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი
განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით
დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია... არავის არაფერს ვამადლი. რომელი
კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს?
როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს
აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია,
სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით
აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად
ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას
ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს,
მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები,
ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან
მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ხაზარაძემ.


ხაზარაძის ეს პასუხი ზვიად რატიანის განცხადებას მოჰყვა. რატიანმა
განაცხადა, რომ მის სკანდალურ საქმეში ხაზარაძის ხელმოწერაც
არის. 

„მარტო მე და მამუკამ (ხაზარაძემ) ვიცით , სამწუხაროდ პროკურატურიდან
კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. „თიბისის“
კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც
დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ
გავახსენო. „თიბისის“ კადრებია მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოკადრის
გადაღება ხდება, შეკრეჭილი, დამონტაჟებული კადრებია, სადაც ამბის
დასაწყისი არ არის. მე გიჟი კი არ ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც
მოხდა.

არ ვამხელდი, სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები
არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე
ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.

ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ
გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის
დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე
და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს.“,-აცხადებს ზვიად რატიანი.
10:35 / 17.09.2019
.არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი,-  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მწვავე კრიტიკით პასუხობს.

„ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას - ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. პოეტი მესმის კაცად, რომელიც სიმართლეს ამბობს და რომელსაც შეუძლია თქვას ის პოზიცია, რაც სინამდვილეში არსებობს. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?! კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია... არავის არაფერს ვამადლი. რომელი კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები, ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ხაზარაძემ.


ხაზარაძის ეს პასუხი ზვიად რატიანის განცხადებას მოჰყვა. რატიანმა განაცხადა, რომ მის სკანდალურ საქმეში ხაზარაძის ხელმოწერაც არის. 

„მარტო მე და მამუკამ (ხაზარაძემ) ვიცით , სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. „თიბისის“ კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ გავახსენო. „თიბისის“ კადრებია მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოკადრის გადაღება ხდება, შეკრეჭილი, დამონტაჟებული კადრებია, სადაც ამბის დასაწყისი არ არის. მე გიჟი კი არ ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც მოხდა.

არ ვამხელდი, სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.

ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს.“,-აცხადებს ზვიად რატიანი.




ბოლო სიახლეები