"მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ...დღეიდან ვიწყებ შიმშილობას" - თამარ მეარაყიშვილი
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც მესამე წელია რაც შინაპატიმრობაშია და საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

„დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლებიბს მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც.“- წერს მეარაყიშვილი

2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ  მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ახალგორის
სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ზემოთაღნიშნული ბრალდება  მოუხსნა, თუმცა, გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში.
Print
ბოლო სიახლეები