"მესამე სართულიდან გადმომკიდეს" - კახეთში 16 წლის ბიჭს იმ ადამიანის მკვლელობა აღიარებინეს, რომელიც ცოცხალია


სკანდალი კახეთში - გურჯაანში, 16 წლის ბიჭს იმ ადამიანის მკვლელობა აღიარებინეს, რომელიც ცოცხალია. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია "მთავარმა" გაასაჯაროვა,ვანო მახარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  16 წლის ბიჭი  პოლიციაში აწამეს  და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა.

16 წლის  ბექა მინდორაშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად  მას პოლიციელებმა  დააწერინეს, რომ მკვლელობის შემდეგ, მან ცხედარი დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა.

მამაკაცი კი  რომლის მკვლელობის ბრალდებით ბექა მინდორაშვილი დააკავეს, ცოცხალია.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  მინდორაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

მინდორაშვილის თქმით,  ის გურჯაანის პოლიციის შენობაზე ფეხით დაკიდეს, ხოლო  ერთ-ერთი პოლიციელი მას მდინარეში დახრჩობითაც ემუქრებოდა.

"ერთი პოლიციელი
მცემდა, მეორემ კი თოფი გადატენა და მომადო. მეუვნებოდნენ ახლავე თქვი გვამი სად ჩააგდეო. ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ არავინ მომიკლავს. თუმცა ორი პოლიციელი ჩემს ცემას აგრძელებდა. მეუბნებოდნენ, თქვი, რომ შენთან მოდიოდა, შენ კი მოკალიო. ჩამავლეს ხელი და არხში მახრჩობდნენ. სიკვდილს ტყუილის თქმა ვარჩიე - ვთქვი, რომ მე მოვკალი და არხში გადავაგდეთქო. მესამე სართულის ფანჯარაზე გადამკიდეს და მაგდებდნენ. 2 მკლავდა, არავინ გამოსულა პოლიციელი, ეტყობა პირი ჰქონდათ შეკრული"- აცხადებს დაზარალებული არასრულწლოვანი.






Print
ბოლო სიახლეები