პროკურატურამ TVკავკასიაში მისვლა ამიკრძალა - ნიკა მელია
"დღეს ვაპირებ დავით აქუბარდიას გადაცემაში მისვლას, ტელეკომპანია კავკასიაზე, რის შესახებაც ეცნობა ადვოკატის მეშვეობით პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ"- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა  ნიკა მელიამ facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.

„დღეს ვაპირებ მე დათო აქუბარდიას გადაცემაში მისვლას,ტელეკომპანია "კავკასიაზე" რის შესახებაც ეცნობა ფორმალურად პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო ჩემმა ადვოკატმა შესაბამისად მე. დღეს მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვაპირებ მისვლას, გავალ სახლიდანაც  და მივალ ბატონ აქუბარდიას გადაცემაში, შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას გადაცემაში. რა სისულელეს გააკეთებს ქართული ოცნება წარმოდგენა არ მაქვს. ვერ ამიკრძალავს იმას რისი აკრძალვის უფლება არა აქვს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ,  27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.












Print
ბოლო სიახლეები