ემზარ, როგორ დაგერხევა, რომ იცოდე! - დავით ბერძენიშვილი
"ემზარ, როგორ დაგერხევა, რომ იცოდე!" - "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია სირცხვილიას მონაწილეებს შორის დაპირისპირებას ეხმაურება. კვიციანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსის  შვილს,  ზუკა ბერძენიშვილს. 

"ჩვენი ჯობია. ჩვენი მართალია, იმათი კი მტყუანი...

ის მიჩვეულია კონტრაქციებით მანიპულირებას. დღეს 16 საათზე ემზარ კვიციანი ჰყავს " ფალავნად", რომელმაც ჯერ იპროვოკატორა, იუზრდელა(რასაც მწარედ ინანებს), მერე კუნთმაგარ ბიჭებს მოუწოდა, მოდით პარლამენტთან და ავლაგმოთ ეს ანტისაოკუპაციო აქციაო. ოკუპანტების შნირია ამდენი წელია და აბა რა ქნას?

ახლაც " ბრძნულ" და ძააალიან დაგვიანებულ შეფასებებს უნდა ველოდოთ " ნაცებთან
არ დავდგები" პოზიციაზე მყოფი, ოპოზიციონერობის პრეტენზიების მქონე ხალხისგან თუ მაინც ანტისაოკუპაციო აქციის, რუსთაველის ეპიცენტრის დასაცავად ვიხილავთ?

არა ოკუპაციას! არა ბიძინას!!

არა ბიძინას( თავის გახარია/ ღარიბაშვილ/ კვიციანიანა) მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!!!"-წერს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა "სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. აქტივისტები დეპუტატს სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც  კვიციანმა აქციის მონაწილეებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Print
ბოლო სიახლეები