ქობულეთში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, ერთი ადგილზე დაიღუპა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაშავებული მუშა კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
Print
ბოლო სიახლეები