პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეხვდებიან
მთავრობის ახალი  დასამტკიცებელი შემადგენლობის მოსმენა დღეს ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.  პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს   „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში მოუსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ გეგმავდა, თუმცა  მათ ბოიკოტი გადაიფიქრეს."ნაციონალური მოძრაობის" სხდომა  12:00 საათზეა ჩანიშნული.

7 სექტემბერს კანდიდატებს „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომა  გაიმართება, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
Print
ბოლო სიახლეები