“პრეზიდენტი ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით,პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ“–ზურაბიშვილი 20 ივნისის მოვლენებზე
პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისიც გაიხსენა. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ     კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე გადაწყვიტა საუბარი, რომლებიც მისი აზრით ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.           

“აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა
პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ.
კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print
ბოლო სიახლეები