შსს–მ მაღაზია “აიტექნიკსის“ გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი.ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "აიტექნიკსის"​გაქურდვას ცდილობდა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print
ბოლო სიახლეები