ბორჯომის მერის თქმით, კონცერტისთვის ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე გამოკითხვით შეარჩია
ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, რომ "ბორჯომობა 2019" წლისთვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე გამოკითხვით შეარჩიეს. ექარსელაძე და თხელიძე  სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაშიც ბევრჯერ მონაწილეობდნენ, თუმცა On.ge-ს ინფორმაციით,ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ განაცხადა რომ მომღერლები პოლიტიკური ნიშნით არ შეურჩევია.  

"ყველას მოსწონს, ვისთანაც იყო საუბარი... [გამოკითხვა] ბორჯომში ჩავატარეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა [ჩაატარეს]", —განაცხადა  On.ge-ს .

"ბორჯომობა 2019 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის გარდა  მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე. მომღერლების ჰონორარისთვის 14 350 ლარია გათვალისწინებული.
Print
ბოლო სიახლეები