გუგუტიანთკარში 9 ოჯახის ნაკვეთები მავთულხლართებს მიღმა მოექცა
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ადასტურებს, რომელიც ამცხადებს, რომ დღეს დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედებაა.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული,"-აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პირველად მოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს.


Print
ბოლო სიახლეები