იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ცოტა ხნის წინ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . ,,დიანიუსის" ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცავალა, ორი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print
ბოლო სიახლეები