“სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია,რომ ბიძინა 22 ივნისს აპირებდა გაქცევას“–გუბაზ სანიკიძე
„ძალიან სერიოზული, სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა 22 ივნისს აპირებდა გაქცევას. მოსკოვიდან დაურეკეს და უთხრეს, დაეტიე მაგ შენ ტყავში, არავინ არ გეკითხება სად წახვალო. იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი თავის სახლში. გაითვალისწინეთ ქართველობო, ეს კაცი გამქცევია, ერთი დიდი მიტინგი და გამქცევია“ - ეს განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გააკეთა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას პირუტყვული შიში აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ შიშის გამო ეროვნულ ღალატზე მიდის.

„საშემოდგომო აქვთ გამოყოლილი პუტინისგან, რასაც რუსები ლაპარაკობენ, იმას ლაპარაკობს ეს ხელისუფლება. ივანიშვილი პუტინის მეჭეჭია, წანაზარდია მისი, საქართველო
კარგავს სახელმწიფოებრიობას, არაფრის გამკეთებელი ბიძინა რომ არ არის ბოროტებისა და შხამიანი ქმედების გარდა, ხომ ვიცით? ჭკუაზე რომ არ არის, ხომ ვიცით? არაფერი რომ არ იცის, ესაც ხომ ვიცით? - ვიცით. უკვე ცხოველური ინსტინქტებით მოქმედებს. მანიაკია ჩამოყალიბებული. ბიძინა, იმდენი იძახე, მგელი, მგელიო, ვისიც და რისიც გეშინია, ის მოგიღებს ბოლოს. მოიქეცი წესირედ, ნუ ემზადები არჩევნების გასაყალბებლად. არ გაგაყალბებინებთ, რევოლუციით გაგიშვებთ, აღარ მოგითმენთ. ის ქეში აღარ გიშველის, რასაც არიგებ. დროზე წადით სახლებში, თორე მერე მოგიწევთ ვირის აბანოში“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Print
ბოლო სიახლეები