"2008 წელს სააკაშვილს მთლიანად უმტყუნა მუხრუჭებმა"-ლავროვი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს.

ლავროვმა  „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ  დასავლეთის პოლიტიკაა, მოწყვიტონ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას.

ლავროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო. 

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთლიანად "უმტყუნა მუხრუჭებმა" და გაფრთხილებების მუხედავად, მან გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინ იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, ისინი წვრთნიდნენ ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს და სამხედროებს. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად იყო გაცემული, დანაშაულებრივია. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, სამშვიდობოებს, რომელთა შორის იყვნენ რუსი სამხედროები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
Print
ბოლო სიახლეები