კაკი ზოიძე 2003 წელს შევარდნაძის გახრწნილი სისტემის მსახური იყო-ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის  აკაკი ზოიძის განცხადებას გამოეხმაურა და მას შევარდნაძის სიტემის გახრწნილი მსახური უწოდა.

“აკაკი ზოიძე 2003 წელს შევარდნაძის გახრწნილი სისტემის მსახური იყო. ახლა ივანიშვილის გახრწნილებას ემსახურება. აბსოლუტურად კანონზომიერია მისი მხრიდან აქციის ორგანიზატორების ლანძღვა”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აკაკი ზოიძემ  გუშინ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განცხადება გააკეთა და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მეხუთე კოლონა უწოდა.

"არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“- განაცახდა ზოიძემ.

მოგვიანებით მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში განმარტა.

“ყოველგვარი ორაზროვანების თავიდან ასაცილებლად თუ რა ვთქვი პოლიტმეტრში:

ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა და ამ ქვეყნის მტერი, და ისინი უნდა მკვეთრად გავმიჯონოთ იმ ახალგაზრდებისგან რომელიც დგანან და ასევე მოითხოვენ გახარიას გადადგომას”, - დაწერა აკაკი ზოიძემ. 




Print
ბოლო სიახლეები