“გულისამრევი ბილწსიტყვაობა არ არის დასაშვები“–გვარამიას რეაქცია გიორგი გაბუნიას გინებაზე პირდაპირ ეთერში
რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას გადაცემაში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რუსულ ენაზე გიპნების გამო სასწრაფოდ სამსახურში წავიდა და გზაში ვიდეომიმართვა დადო. როგორც გვარამია ამბობს, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ამის მიუხედავად აუცილებლად მიაჩნია სამსახურში მისვლა და გიორგი გაბუნიას განცხადებებზე რეაგირება.

“მიწევს სამსახურში წასვლა იმის გამო რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში საავტორო ტექსტში თქვა
ამის შემდეგ მე ვფიქრობ რომ საჭიროა არხის სახელით ახსნა–განმარტებების გაკეთება.

არ ვაპირებ პუტინის გამო ბუდიშის მოხას, ვიზიარებ პათოსს ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რაც ჩვენი ფანტასტიური აქციის წერვებმა ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს და იმღერეს პუტინ ხუილო

რა თქმა უნდა მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიცია არხი მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდების თაობაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. სხვა მხრივ მიგვაჩნია რომ პუტინი არის ჩვენი სამშობლოს ნომერ პირველი მტერი და მისი რადიკალური შეფასება მაქსიმალურად რადიკალურადაც აბსოლუტურად შესაძლებელი და დასაშვებია ჩვენს ეთერში, თუმცა კიდევ ერთხელ, რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას და ეს არ არის დასაშვები.“


Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა